მამაკაცი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისას მოედანზე შეიჭრა, რეანიმაციაში იმყოფება
ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე შეიჭრა, სერიოზულად არის ავად და საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ, საპროტესტო ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრები სოციალურ ქსელში წერენ და ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მამაკაცი მოწამლულია.
ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი 30 წლისაა და მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, კიდევ სამ აქტივისტთან ერთად მოედანზე შეიჭრა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა.
„ჩვენი მეგობარი, ძმა და ამხანაგი პიოტრ ვერზილოვი რეანიმაციაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოწამლეს“, – წერია ფუსი რაიოტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
მომდევნო დღეს, აქტივისტებმა ტოქსიკოლოგის დახმარებაც მოითხოვეს.