მამადუ სახო - „ომონიასთან“ დადებითი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით #1TVSPORT
„ომონიასთან“ უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მამადუ სახომ ისაუბრა და გუნდის შანსები შეაფასა.
„მოედნის მიღმა ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. თავდაჯერებულნი ვართ, დანებებას არ ვაპირებთ. ფეხბურთი განსაკუთრებულია, მეორე შანსი გვეძლევა და პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების აქ გამოსწორებას ვეცდებით.
რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მარტივი მატჩი არც „ომონიას“ ექნება. აქ, ქუთაისში, ჩვენი გულშემატკივრის წინ, რომელიც ვიმედოვნებ, სტადიონს გაავსებს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ“, – ამბობს მამადუ სახო.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ტორპედოსა“ და „ომონიას“ შორის დღეს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირველ შეხვედრაში ქართული გუნდი 1:3 დამარცხდა.