„მალმეს“ მწვრთნელი - „იბერია“ თავისუფალ ზონებს ხშირად პოულობდა, გამოცდილი გუნდი ამ შეცდომებით ისარგებლებდა #1TVSPORT
„მალმეს“ მწვრთნელი - „იბერია“ თავისუფალ ზონებს ხშირად პოულობდა, გამოცდილი გუნდი ამ შეცდომებით ისარგებლებდა #1TVSPORT

მალმეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰენრიკ რიდსტრომმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიასთან“ მოგება პრესკონფერენციაზე შეაფასა (ორი მატჩის ჯამში 6:2).

„ვიცოდით, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატება რამდენად მნიშვნელოვანი იყო და, საერთო ჯამში, 6:2 მოვიგეთ. ეს ერთი შეხედვით, შეიძლება, ადვილი ჩანდა, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც დიდი ბრძოლა გვიწევდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ვიცოდით, რომ მეტოქე შეუტევდა, ამისთვის მზად ვიყავით და სახიფათო მომენტები არ შევაქმნევინეთ.

პირველ ტაიმში „იბერია“ ჩვენს საჯარიმოსთან თავისუფალ ზონებს ხშირად პოულობდა და უფრო გამოცდილი გუნდი ამ შეცდომებით ისარგებლებდა. მეორე ტაიმში ისეთი ფეხბურთი ვაჩვენეთ, როგორიც მინდა, რომ „მალმემ“ ითამაშოს.

„იბერიას“ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და დიდი ძალებით უტევდა, რაც სავსებით ბუნებრივია. მეორე ტაიმში, როდესაც 1:0 დავწინაურდით, ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულდა“.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმე“ ლატვიურ რფს-ს შეხვდება, სადაც ლაშა ოდიშარია თამაშობს, „იბერია“ კი კონფერენს ლიგაზე ესტონურ „ლევადიას“ დაუპირისპირდება.