„მალმეს“ მთავარი მწვრთნელი – კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ არა თამაშის ხარისხით #1TVSPORT
„მალმეს“ მთავარი მწვრთნელი – კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ არა თამაშის ხარისხით #1TVSPORT

თბილისის „იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება (3:1) „მალმეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰენრიკ რიდსტრომმა შეაფასა.

„კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ არა თამაშის ხარისხით. შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, რაღაცებით უკმაყოფილო დავრჩი. თუმცა მატჩის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, 3:1-ს მოვიგებდით, ალბათ ვერ დავიჯერებდი.

ის, რომ დაცვიდან ვითამაშეთ, არ ნიშნავს, რომ ცუდი გუნდი ვართ. განმეორებით შეხვედრაში დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ – გვინდა, უფრო შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მეტი გოლი გავიტანოთ. იმედია, საპასუხო მატჩში „მალმეს“ გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ და უკეთესი თამაშით გავახარებთ“, – განაცხადა შვედური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ შვედეთის ჩემპიონ „მალმესთან“ საპასუხო მატჩს 15 ივლისს სტუმრად გამართავს.