„ინდიანას“ ერთერთი ლიდერი ვიქტორ ოლადიპო მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ის დიდი ხნის მანძილზე მძიმე ტრავმის სარეაბილიტაციო პროცესს გადიოდა. ახლა კი „პეისერსს“ ახალი პრობლემა შეექმნა.
გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მალკოლმ ბროგოდნმა ტრავმა მიღო. ჯერჯერობით არ კონკრეტდება თუ როდის დაბრუნდება ბროგდონი.
მალკოლმი „ინდიანაში“ წელს „მილუოკიდან“ გადავიდა. მატჩში საშუალოდ ის 16.3 ქულას, 7.1 პასსა და 4.7 მოხსნას აგროვებდა. მოედანზე ის საშუალოდ 30.7 წუთს ატარებს.