მალხაზ ასათიანი ლატვიის ვეტერანთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
მალხაზ ასათიანი ლატვიის ვეტერანთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT

ლატვიის ვეტერანთა წინააღმდეგ საქართველოს ვეტერანთა ნაკრებში მალხაზ ასათიანი ითამაშებს – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, მალხაზ ასათიანის გარდა, ქართველი ვეტერანების გუნდში ქუთაისის „ტორპედოს“ კიდევ ოთხ ყოფილ მოთამაშეს ვიხილავთ – ნუკრი რევიშვილს, მიხეილ აშვეთიას, ვასილ გიგიაძესა და ზურაბ იონანიძეს.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრების სრული შემდგენლობა:

გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ლადო ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი 18 ოქტომბერს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

მატჩამდე, 18:00 საათზე სამტრედიაში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნება. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-სa და უეფა-სთან ერთად განახორციელა.