„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონს რაფაელ ნადალს თავის მშობლიურ კუნძულ მალიორკაზე დააფასებენ – ქალაქ სან ლორენსის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ჩოგბურთელის სახელი მიენიჭება.
ადგილობრივ მთავრობას ამგვარად სურს მადლობა გადაუხადოს ნადალს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 2018 წელს, მალიორკაზე წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში. ფინანსური დახმარების გარდა, ჩოგბურთელი თავისი ხელებით ეხმარებოდა დაზარალებულებს. მაშინ წყალდიდობის შედეგად, 35 ათასი ადამიანი დაზარალდა.
მალიორკას კუნძულზე რაფაელ ნადალს საკუთარი საჩოგბურთო აკადემია აქვს.