მალე ჩვენ ისევ ვითამაშებთ – პელეს ოპტიმისტური პროგნოზი

08:08, 17.04.2020

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ოპტიმისტური განცხადება გამოაქვეყნა „ინსტაგრამში“. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის გამო შეჩერებული საფეხბურთო მატჩები მალე განახლდება.

„მალე ჩვენ ისევ ვითამაშებთ!“ – დაწერა პელემ „ინსტაგრამში“, რასაც დაურთო ფოტო, რომელზეც ის დიეგო მარადონასთან და ზინედინ ზიდანთან ერთად არის გამოსახული.

მსგავსი