მალდინი „თელავს“ დაეხმარება - კახელებმა 15 ახალწვეული დაიმატეს
მალდინი „თელავს“ დაეხმარება - კახელებმა 15 ახალწვეული დაიმატეს

საქართველოს 33-ე ჩემპიონატის პირველ ტურში „სამტრედიასთან“ მოგების შემდეგ, „თელავის“ ხელმძღვანელებმა გუნდის ახალწვეულები წარადგინეს.

გუნდში საგრძნობი ცვლილებები განხორციელდა – თელაველთა ღირსებას 15 ახალი ფეხბურთელი დაიცავს.

„თელავის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდის ახალწვეულებში ორი ბრაზილიელი ლეგიონერია. მათ შორის ყურადღებას გვარითაც და პერსპექტივითაც პაბლო მალდინი იპყრობს, იგივე პაბლო კარნეირო ფრეიტასი, 20 წლის მცველი, რომელიც ბრაზილიური „ფლამენგო U20-ის“ აღზრდილია.

პაბლო მალდინი
პაბლო მალდინი

მეკარე

1 – გიორგი ჩოჩიშვილი, 22 წლის; მეკარე; ბოლო კლუბი: „დილა“ (გორი)

 

მცველები

2 – ცოტნე კაპანაძე, 19 წლის; მცველი; ბოლო კლუბი: „ლოკომოტივი“ (თბილისი)

20 – ვაჟა ფაცაცია, 23 წლის; მცველი; ბოლო კლუბი: „დინამო“ (ბათუმი)

3 – ზურაბ თევზაძე, 26 წლის; მცველი; ბოლო კლუბი: „მერანი“ (თბილისი)

27 – ლაშა შერგელაშვილი , 29 წლის, მცველი; ბოლო კლუბი: „დინამო“ (ბათუმი)

6 – პაბლო მალდინი (პაბლო კარნეირო ფრეიტასი), 20 წლის; მცველი; ბოლო კლუბი: „ფლამენგო U20“ (ბრაზილია)

 

ნახევარმცველები

26 – რატი არდაზიშვილი, 23 წლის; ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „რუხი“ (უკრაინა)

19 – ბექა გაბისკირია, 24 წლის; ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „მერანი“ (თბილისი)

18 – ჟონატა პერეირა დოს სანტოსი, 21 წლის; ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: კიშინიოვის „ზიმბრუ“ (მოლდოვა)

8 – გიორგი ჯანელიძე, 31 წლის; ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „ტორპედო“ (ქუთაისი)

 

თავდამსხმელები

23 – ლუკა სოსიაშვილი, 22 წლის; თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „დინამო“ (სოხუმი)

22 – შოთა შეყილაძე, 21 წლის; თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „ლოკომოტივი“ (თბილისი)

17 – რევაზ ინჯგია, 20 წლის; თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „რადნიჩკი“ (სერბეთი)

11 – იმედა აშორტია, 24 წლის; თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „შუქურა“ (ქობულეთი)

13 – გიორგი ხაბულიანი, 16 წლის; თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „მერანი“ (თბილისი)