„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელები პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი, რომლებიც დღეს ამ კლუბის დირექტორები არიან, უახლოეს დროში დატოვებენ „როსონერის“ რიგებს, – წერს Sky Sports.
გამოცემა ამტკიცებს, რომ მხარეები უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ახლოს არიან კონტრაქტის გაწყვეტასთან.
უფრო ადრე, „გაძეტა დელო სპორტი“ წერდა, რომ მალდინი და ბობანი აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ „მილანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა მათი გვერდის ავლით გამართა მოლაპარაკებები გერმანელ სპეციალისტთან რალფ რანგნიკთან, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.