მალდინების ოჯახის წარმომადგენლებმა „მილანის“ რიგებში მე-1000 მატჩი ჩაატარეს
„მილანის“ ნახევრმცველმა, დანიელ მალდინიმ სერია ა-ს ბოლო მატჩში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა („მილანი“ საკუთარ კედლებში დამარცხდა -1:3).
ეს შეხვედრა მალდინების ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლისთვის მე-6 იყო და ამგვარად, ლეგენდარული საფეხბურთო დინასტიისთვის „მილანის“ შემადგენლობაში ჩატარებული მე-1000 მატჩი აღმოჩნდა, – იუწყება Opta Sports.
მალდინების მილანურ დინასტიას სათავე ჩეზარემ დაუდო, შემდეგ იყო პაოლოს ბრწყინვალე კარიერა და ახლა კლუბის ღირსებას 19 წლის დანიელი იცავს.
ჩეზარე მალდინი – 347 მატჩი (1954 -1967)
პაოლო მალდინი – 647 მატჩი (1985-2009)
დანიელ მალდინი – 6 მატჩი (2020 -)
„იუვენტუსთან“ განცდილი მარცხის მიუხედავად, „მილანი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „ინტერს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.