„მალათიასპორის“ მეკარე აჰმეთ ეიუპ ტურკასლანი მიწისძვრას ემსხვერპლა #1TVSPORT
თურქეთის პირველი ლიგის კლუბის, „მალათიასპორის“ მეკარე აჰმეთ ეიუპ ტურკასლანი ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა.
28 წლის ფეხბურთელი შენობის ნანგრევებში მეუღლესთან ერთად მოჰყვა. მაშველებმა მისი მეუღლის ამოყვანა შეძლეს, მაგრამ „მალათიასპორის“ მეკარის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა. რეგიონში ეს გასული 80 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.