მაკოლეი კალკინმა დრეიკს სოციალურ ქსელში უპასუხა
მაკოლეი კალკინმა დრეიკს სოციალურ ქსელში უპასუხა

რეპერი დრეიკი „ტორონტო რეპტორსის“ ცნობილი ფანია და ხშირად ხვდება კამერის ობიექტივში საკუთარი ემოციური გულშემატკივრობის გამო. სუპერფინალური სერიის პირველ მატჩში დრეიკს დელ კარის 30-ნომრიანი მაისური ეცვა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მას დრეიმონდ გრინთან შელაპარაკებაც კი მოუვიდა.

გამონაკლისი არც სერიის მეორე მატჩი გამოდგა. დრეიკი ამჯერად „სკოტიაბანკ არენაზე“ მსახიობ მაკოლეი კალკინისფოტოიანი ტანსაცმლით მივიდა. მას ზევიდან ჰქონდა წარწერა: „კევინ?“ ეს მოვლენა უყურადღებოდ არ დაუტოვებია ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ფილმში „მარტო სახლში“ მთავარი როლის შემსრულებელ მაკოლეი კალკინსაც, რომელიც დრეიკს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.