მაკკოლუმმა „პორტლენდს“ ბოლო წამებზე მოაგებინა, ჰეივორდმა პირადი რეკორდი დაამყარა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
მაკკოლუმმა „პორტლენდს“ ბოლო წამებზე მოაგებინა, ჰეივორდმა პირადი რეკორდი დაამყარა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

12 იანვარს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 8 შეხვედრის ნაცვლად 7 ჩატარდა. „დალასსა“ და „ნიუ ორლეანს“ შორის მატჩი  გადაიდო. „მავერიქს“ ამ შეხვედრისათვის საჭირო რაოდენობის კალათბურთელები არ ჰყავდა. შეგახსენებთ, რომ წესების მიხედვით გუნდს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 8 მოთამაშე, რომ შეძლოს მატჩის ჩატარება. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „დალასმა“ სავარჯიშო დარბაზიც კი დაკეტა, რადგან გუნდში უკვე კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ სეზონში ეს უკვე მე-3 მატჩია, რომელიც COVID-19-ის გამო გადაიდო.

გორდონ ჰეივორდი არაჩვეულებრივ ფორმაშია, რასაც კალათბურთელი ყველა თამაშში ამტკიცებს და თავის გუნდს თითქმის ყველა შეხვედრაში წარმატებულად ლიდერობს. მან „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ პირადი რეკორდიც დაამყარა და პირველ ტაიმში 28 ქულის ჩაგდება მოახერხა. საერთო ჯამში „შარლოტ ჰორნეტსმა“ „ნიქსს“ დამაჯერებლად მოუგო 109:88, ჰეივორდმა კი მატჩი 34 ქულით, 3 მოხსნით და 3 პასით დაასრულა.

საინტერესო შეხვედრა წარიმართა პორტლენდში, სადაც „თრეილ ბლეიზერსმა“ „ტორონტო რეპტორსი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით დაამარცხა. მატჩის გმირი კი სი ჯეი მაკკოლუმი გახდა, რომელმაც დროის ამოწურვამდე 10 წამით ადრე 2-ქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს მოაგებინა. სი ჯეი ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო, მან 30 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. „ტორონტოს“ მხრიდან გამორჩეულად კარგად ითამაშა პასკალ სიაკამმა, რომელმაც კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა. მისი მონაგარი 22 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი იყო.

 

ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:

 

შარლოტი-ნიუ იორკი 109:88

 

კლივლენდი-მემფისი 91:101

 

ორლანდო-მილუოკი 99:121

 

ვაშინგტონი-ფინიქსი 128:107

 

ატლანტა-ფილადელფია 112:94

 

პორტლენდი-ტორონტო 112:111

 

საკრამენტო-ინდიანა 127:122