მაკგრეგორმა UFC-ში დაბრუნება გამოაცხადა
მაკგრეგორმა UFC-ში დაბრუნება გამოაცხადა

მჩატე წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა დაბრუნებისა და საჩემპიონო ქამრის ხელმეორედ დაუფლების შესახებ გამოაცხადა.

„მე სახლში ვარ“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ირლანდიელმა –

 

შეგახსენებთ, რომ კონორს ოქტაგონზე 2016 წლის ნოემბრის შემდეგ არ უჩხუბია, როცა ედი ალვარესი დაამარცხა და მჩატე წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ წლის დასაწყისში, მაკგრეგორს ჩამოართვეს საჩემპიონო ქამარი და ის რუს ჰაბიბ ნურმაგომედოვს გადასცეს.

ვარაუდობენ, რომ ამ წლის ბოლოს გაიმართება სატიტულო ორთაბრძოლა მაკგრეგორსა და ნურმაგომედოვს შორის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, კონორ მაკგრეგორმა მხოლოდ ერთი საკრივო ორთაბრძოლა ჩაატარა – ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ დამარცხდა.