ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მალე დაბრუნდება ოქტაგონზე.
35 წლის ირლანდიელმა X-ში (ყოფილი „ტვიტერი“) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის თავის ერთ-ერთ წინა ბრძოლაზე გასასვლელად ემზადება.
„მალე“, – მიაწერა მაკგრეგორმა ვიდეოს.
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე 2021 წლის ზაფხულის შემდეგ არ ყოფილა, როცა UFC264-ის ტურნირზე დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა.
შემდეგ ორთაბრძოლას ირლანდიელი, დიდი ალბათობით, ამერიკელ მაიკლ ჩენდლერთან გამართავს.