მაკგრეგორმა ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი პასი გააკეთა [ვიდეო]
ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში „დალას ქაუბოისსა“ და „ჯექსონვილ იაგუარსს“ შორის, საპატიო სტუმრის სტატუსით კონორ მაკგრეგორი იყო მიწვეული. მატჩის წინ მოედანზე ის „დალასის“ მფლობელმა ჯერი ჯონსმა შეიყვანა. UFC-ს მებრძოლმა მედიამაგნატ რუპერტ მერდოკთან ერთად ფოტო გადაიღო, შემდეგ კი ბურთით კამერის წინ დიდხანს იპოზიორა. მაკგრეგორმა თამაშის წინ ფეხბურთელები გაამხნევა და ბოლოს ტრადიციული პასიც გააკეთა, თუმცა ეს არც თუ ისე კარგად გამოუვიდა. ბურთის სროლის ამსახველ ვიდეოს ინტერნეტში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ბურთი და მოედანი მაკგრეგორის საქმე ნამდვილად არ არის.