მაკგრეგორისა და სერონეს დაპირისპირება ძალიან რეალურია (ვიდეო)

როგორც ჩანს, კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს მართლაც დონალდ სერონესთან ბრძოლით დაუბრუნდება. მოგეხსენებათ, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნება დაანონსა. კონორის თქმით ის დაბრუნების შემდეგ პირველ ორთაბრძოლას 2020 წლის 18 იანვარს ლას ვეგასის „ტი მობაელ” არენაზე გამართავს. მაკგრეგორისა და „კავბოის” დაპირისპირების შესაძლებლობაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმაც ისაუბრა.

შესაძლო ბრძოლის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს მაკგრეგორის აგენტიც. ოდი ატარის თქმით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. „ჩვენ მათ შევხვდით და დღემდე აქტიურ კომუნიკაციას გავდივართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უკვე რამდენიმე კვირაში დაიდება.”

კონორის მენეჯერი ასევე აცხადებს, რომ ირლანდიელი ბრწყინვალე ფორმაშია და მოუთმენლად ელოდება ოქტაგონზე დაბრუნებას.