ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ცოტა ხანში, სავარაუდოდ, კვლავ გამოჩნდება აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ოქტაგონზე.
კონორმა შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლის შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, თუმცა მას შემდეგ არიელ ჰელვანისთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ სპორტიდან წასვლას არ აპირებს და აუცილებლად დაბრუნდება.
რამდენიმე საათის წინ, ირლანდიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
„დუბლინი, 14 დეკემბერი“ – ასეთ პოსტს აქვეყნებს კონორი, რაც იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ირლანდიელი ბრძოლას სწორედ დეკემბერში, მშობლიურ დუბლინში ჩაატარებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მისი მეტოქე, თუმცა ამერიკული მედია კონორის მოწინააღმდეგედ რამდენიმე მებრძოლს განიხილავს. ესენი არიან ჯასტინ გაეტჯი და დასტინ პორიე.