მაკედონიური ვერსია - ერთა ლიგის ნახევარფინალები 4 ივნისს გაიმართება
მაკედონიური ვერსია - ერთა ლიგის ნახევარფინალები 4 ივნისს გაიმართება

მაკედონიური მედიის ცნობით, ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები არა 2 ივნისს, არამედ, 4 ივნისს გაიმართება – ამას მაკედონიური გამოცემა „სპორტმედია“ ამტკიცებს.

„ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი მაკედონიასა და კოსოვოს შორის 4 ივნისს, სკოპიეში მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება, ხოლო ფინალი – 9 ივნისს. მატჩი 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო. მაკედონია-კოსოვოს შეხვედრა სკოპიესტოდორ პროესკი არენაზე” გაიმართება, ხოლო ფინალი საქართველოში ან ბელარუსში ჩატარდება” – წერს გამოცემა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის საფრთხის გამო უეფა-მ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები ივნისისთვის გადადო, მაგრამ ესეც სავარაუდო თარიღებია და პანდემიის ჩაცხრობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ცნობილია, რომ ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 2 და 6 ივნისს უნდა გაიმართოს. მაკედონიური გამოცემის ინფორმაციას წყარო უცნობია.