ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 20 წლამდე ნაკრები აზერბაიჯანში გაემგზავრა. გუნდი 16 მაისს ბაქოში აზერბაიჯანის თანატოლთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბაქოში დაგეგმილ ხანმოკლე შეკრებასა და თამაშზე 20 ფეხბურთელი მიიწვია.
მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);
მცველები: გიორგი ჯინჯოლავა, ანდრია ფურცელაძე, იური ტაბატაძე (სამივე – საბურთალო), ცოტნე ფაცაცია (მერანი), ნიკოლოზ ყურშავიშვილი (ცხინვალი), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ზაურ კერელეიშვილი (დილა);
ნახევარმცველები: თორნიკე ძებნიაური, დავით სამურკასოვი (ორივე – ლოკომოტივი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), ლუკა ფოჩხუა (საბურთალო), ლაშა ლეჟავა (სიონი);
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (ლოკომოტივი), დავით მუჯირი (ანტალიასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (გაგრა), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა).
შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა ბოლოს ამხანაგურად ალბანეთთან ითამაშეს და 3:0 დაამარცხეს. გუნდი ახალგაზრდული ნაკრებების მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.