კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „ნეა სალამინა“ 2:0 დაამარცხა და ლიდერთა სამეულში ადგილი დაიბრუნა, ლიდერებთან ჩამორჩენა კი ქულამდე შეამცირა.
ამაში თავისი წვლილი ირაკლი მაისურაძემაც შეიტანა, რომელმაც თავი „ანორთოსისის“ კონკურენტ ლიმასოლის აელ-თან შეხვედრაში გამოიჩინა. მე-20 ტურში მისმა გუნდმა პარალიმნის „ენოსისმა“ აელ-ს უმასპინძლა და 1:0 მოუგო.
მეტოქეებმა 1-1 პენალტი ვერ გამოიყენეს. 32 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და კუთხურის გათამაშების შემდეგ ერთი შეხებით ეფექტური გოლის ავტორი გახდა, რომელმაც მის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა, ხოლო მესამეადგილოსანი აელ-ი მეოთხე ადგილზე დაქვეითდა და სამეულში „ანორთოსისი“ დაწინაურდა.