მაისურაძემ ესპანეთის სახელით მოასპარეზე მოსახლიშვილი დაამარცხა და მსოფლიო პირველობის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ).

მეოთხედფინალში მან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ტატო მოსახლიშვილი იპონით დაამარცხა.

მაისურძის მეტოქე ფინალში გასასვლელად იტალიელი კრისტიან პარლატი იქნება.