მაისურაძე, ბექაური და სულამანიძე ბუდაპეშტის მასტერსის ნახევარფინალში იჭიდავებენ, თუშიშვილი რეპეშაჟში ზაალიშვილს შეხვდება #1TVSPORT
მაისურაძე, ბექაური და სულამანიძე ბუდაპეშტის მასტერსის ნახევარფინალში იჭიდავებენ, თუშიშვილი რეპეშაჟში ზაალიშვილს შეხვდება #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად რვა ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამი ნახევარფინალში იჭიდავებს.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევს იპონით სძლია და ფინალში გასასვლელად უზბეკ ბობონოვს შეხვდება. ამავე წონაში მეორე ნახევარფინალში იასპარეზებს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძეც, მისი მეტოქე იტალიელი პარლატი იქნება.

100კგ-ში ილია სულამანიძემ მეოთხედფინალში ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი ვაზარითა და გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში ისრაელის წარმომადგენელ პალჩიკს შეხვდება.

ქართველმა მძიმეწონოსნებმა – გელა ზაალიშვილმა და გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრები წააგეს და რეპეშაჟში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებს 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე უკვე აქვს ორი ბრინჯაოს მედალი.