კახა მაისაია ბოსნია-ჰერცეგოვინას ფუტსალის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ახალი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა თასზე ითამაშებს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი კახა მაისაია ბოსნიაში ფუტსალის კლუბი, პატარა ქალაქ ტუზლას „სალინესის“ მოთამაშეა. ბოსნია-ჰერცეგოვინას ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატი პანდემიის გამო შეაჩერა, ქვეყნის ჩემპიონად კი ქართველის გუნდი გამოაცხადა.
„შრომა აუცილებლად ფასდება. მორიგი ტიტული კარიერაში – ბოსნიის ჩემპიონობა. დამსახურებულია!“ – წერს სოციალურ ქსელში კახა მაისაია.