„მაინცში“ თბილისის „დინამოს“ 16 წლის ფეხბურთელი ვარჯიშობს
„მაინცში“ თბილისის „დინამოს“ 16 წლის ფეხბურთელი ვარჯიშობს

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი გერმანიაშია და საფეხბურთო კლუბ „მაინცში“ ვარჯიშობს – ფოტო ფეხბურთელმა საოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

16 წლის აზაროვი თბილისის „დინამოს“ გაზრდილია და 19-წლამდელთა გუნდის წევრია. ამავე დროს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და გიორგი ნემსაძის გუნდს ყველა საერთაშორისო ტურნირზე ახლდა.

ნახევარმცველის თქმით, გერმანიაში იმყოფება და გუნდის პასუხს ელის.

„რამდენიმე დღეა, რაც გუნდში ვარ და „მაინცის“ ყველა ასაკობრივ გუნდში ვივარჯიშე – U23-ში, U19-სა და U17-ში. ჯერ ჩარიცხვაზე ლაპარაკი ნაადრევია. მაგრამ გადასვლასთან დაკავშირებით გერმანელების საბოლოო პასუხს კიდევ ველოდები“ – ამბობს აზაროვი.