„შარლოტის“ მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა, „დეტროიტთან“ საშინაო მატჩის დროს, „ჰორნეტსის“ მცველ მალიკ მონკს კეფაში ხელი წამოარტყა.
მონკი, რომელიც მატჩის მიწურულს სათადარიოთა სკამზე იჯდა, მოედანზე გავარდა გამარჯვების აღსანიშნავად, მაგრამ ეს იქამდე გააკეთა, სანამ საფინალო სირენის ხმა გაისმებოდა. მსაჯებმა ეს შეამჩნიეს და „შარლოტს“ ტექნიკური ჯარიმა მისცეს. სწორედ ამის გამო დაისაჯა კლუბის მფლობელისგან ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელიც 2017 წლის დრაფტის მე-11 ნომერია.
„შარლოტმა“ 108:107 დაამარცხა „დეტროიტი“
.