როდესაც რჩევას პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი გაძლევს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი ამბავია. „შარლოტ ჰორნეტსის“ ლიდერი კემბა ვოკერი გუნდის ერთგული ნბა-ში მოსვლის დღიდანაა.
მაშინ, როდესაც ვოკერი ლიგაში პირველ სეზონს ატარებდა, „შარლოტის“ მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა მას რამდენიმე რჩევა მისცა. ჯორდანმა უთხრა ვოკერს. რომ ისე ეთამაშა, როგორც კემბა ამას კოლეჯში აკეთებდა. როგორც ჩანს, რჩევამ 28 წლის გამთამაშებელზე დადებითად იმოქმედა. ის გუნდის უდავო ლიდერია. სამქულიანი დისტანციიდან კემბა საშუალოდ 38% ესვრის, რაც ლიგაში ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია.