ეროვნულის საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ საკუთარი თავი ყველა დროის უდიადეს მოთამაშედ იმის გამო არ მიაჩნია, რომ წინა ეპოქების ლეგენდებთან დაპირისპირების საშუალება არ ჰქონია.
„არ მინდა ჩემს თავს ვუწოდო ისტორიაში უდიადესი კალათბურთელი, რადგან ეს იქნება უპატივცემულობის გამოხატვა უილტ ჩემბერლენის, ჯერი უესტისა და იმ ბიჭების მიმართ, რომლებიც ჩემამდე თამაშობდნენ. მე არ მქონია მათ წინააღმდეგ თამაშის შანსი. შესაბამისად, როცა ვისმენ, რომ მე ვარ ისტორიაში უდიადესი მოთამაშე, თავს უხერხულად ვგრძნობ.
არავინ იცის, რა იქნებოდა, მე რომ ამ ბიჭების წინააღმდეგ თამაშის შანსი მქონოდა. ვისურვებდი მათ პირისპირ ყოფნას, მაგრამ ეს შეუძლებელია. თუ ვინმეს ისტორიაში უდიადეს მოთამაშედ მივაჩნივარ, ეს მათი აზრია. მე არასოდეს ვუწოდებ ასე ჩემს თავს, რადგან არ მითამაშია იმ ლეგენდების წინააღმდეგ, რომლებიც მაიკლ ჯორდანამდე გამოდიოდნენ“, – აღნიშნა ჯორდანმა.