ამერიკელმა მოცურავე კეროლინ ბერკლმა განაცხადა, რომ 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონის, მაიკლ ფელპსის ყოფილი მწვრთნელი ბობ ბოუმენი მასზე სექსუალურ ზეწოლას ცდილობდა, – იტყობინება „იუ-ეს-ეი თუდეი“ (USA Today).
ბერკლმა გამომძიებელს ბოუმენის მიერ 2011 წელს გაგზავნილი სექსუალური სახის შეტყობინება უჩვენა. მათ მიმოწერაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ცურვის კიდევ ერთი მწვრთნელი შონ ჰათჩინსონი.
მოგვიანებით, ბოუმენმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელისთვის და აღნიშნა, რომ ნანობს მომხდარს: „ბოდიში მოვუხადე კაროლინს და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. მადლობა მას იმ კარგი ურთიერთობებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს“.
ინციდენტი აშშ-ის ცურვის ფედერაციის მხრიდან გაფრთხილებით დასრულდა, თუმცა, გამოძიება გრძელდება.