მაიკლ დიქსონმა საქართველოს ნაკრები დატოვა, მას ტად მაკფადენი შეცვლის (ვიდეო)
მაიკლ დიქსონმა საქართველოს ნაკრები დატოვა, მას ტად მაკფადენი შეცვლის (ვიდეო)

მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს. მის ნაცვლად სერბეთის წინააღგმდეგ ნაკრებს ტადეუს მაკფადენი დაეხმარება.

დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობდა და გუნდს „ევრობასკეტ 2017“-ის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. მან ევროპირველობაზეც ჯგუფური ეტაპის ხუთივე შეხვედრაში იასპარეზა.

რაც შეეხება მაკფადენს – 31 წლის კალათბურთელმა კარიერის მანძილზე საკმაოდ ბევრ ევროპულ კლუბში ითამაშა (ბრაუნშვაიგი, აპოელი, აეკი, ნანსი, პაოკი). 2017 წლის სეზონი მან კვიპროსულ კარპოშ სოკოლში გაატარა, ხოლო 2018 წლიდან კი ბერძნული კიმის მოთამაშეა.

ამერიკელი კალათბურთელს საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს (17.7 ქულა, 2.1 მხოსნა, 3.9 პასი და 1.5 ჩაჭრა). მისი დამსახურებით ბერძნულმა კლუბმა ისტორიაში პირველად მოახერხა პლეიოფში თამაში. მაკფადენი საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და „ოლ სტარის“ მონაწილე გახდა.

კიმისი საბერძნეთის უმაღლეს დივიზიონში 2016-17 წლების სეზონში დაწინაურდა.