საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო მექულეა. ორი ტურის შემდეგ, მისი საშუალო სტატისტიუკური მაჩვენებელი, 36 წუთში 29,5 ქულაა.
დიქსონი ერთ შეხვედრაში მოპოვებული ქულებითაც საუკეთესო გხლავთ. ამერიკელმა კალათბურთელმა სერბეთთან 36 ქულა გააკეთა.
ასევე, მაიკლ დიქსონი შედეგიანი გადაცემების მხრივაც გამორჩეულია, მის ანგარიშზე ორ შეხვედრაში 14 ზუსტი პასია.
სამქულიანი ტყორცნების სიზუსტით, ჩვენს ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელი მერაბ ბოქოლიშვილს აქვს. „ოლიმპის“ კალათბურთელი 75 პროცენტიანი სიზუსტით ისვრის, რაც მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპზე, მეშვიდე მაჩვენებელია.