მაიკ ტაისონმა ყოფილ პრომოუტერს წყალი გადაასხა (ვიდეო)
მაიკ ტაისონმა ყოფილ პრომოუტერს წყალი გადაასხა (ვიდეო)

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა თავის ყოფილ პრომოუტერ დონ კინგს წყალი შეასხა. ინციდენტი კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში ახალი წევრების მიღების ცერემონიისას მოხდა.

“თავის დროზე, მან 100 მილიონი დოლარი მომპარა, მე მას მეგობრად არ მივიჩნევ, – თქვა Fightype.com-თან კომენტარში ტაისონმა. – ის მე მეგობარს მიწოდებს. ეს ტყუილია”.

2003 წელს ტაისონმა სასამართლოში უჩივლა კინგს, მაგრამ საქმე გარჩევამდე არ მისულა, რადგან პრომოუტერმა მოკრივეს დუმილისთვის 14 მილიონი დოლარი გადაუხადა.