მაიკ ტაისონმა კონორ მაკგრეგორის კრივის შესაძლებლობები შეაქო
მაიკ ტაისონმა კონორ მაკგრეგორის კრივის შესაძლებლობები შეაქო

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა რინგზე დაბრუნება რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. „რკინის მაიკს“ საკუთარ პოდკასტზე (Hotboxin with Mike Tyson) ბოლო სტუმრად აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმეწონოსანი ფრენსის ნგანუ ჰყავდა. საუბრისას მაიკმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ტაისონმა კონორ მაკგრეგორის კრივის შესაძლებლობებიც შეაფასა.

კონორმა კრივის რინგზე ერთადერთი სერიოზული ბრძოლა გამართა. ხომ მართალი ვარ? მაკგრეგორმა 10 რაუნდი იბრძოლა ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერ მოკრივესთან. დაფიქრდით ამაზე. კონორმა შეძლო რამდენიმე ძალიან სერიოზული დარტყმის განხორციელება. ფლოიდს მის დასამარცხებლად კარგად გაოფლიანება და დიდი ენერგიისა დახარჯვა დასჭირდა“, – განაცხადა ტაისონმა.


კონორ მაკგრეგორმა ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა 2017 წელს გამართა. მას შემდეგ ირლანდიელმა ფლოიდთან რემატჩზე არაერთხელ ისაუბრა.