სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ მზად არის რინგზე გავიდეს „ჰევივეითის” ლიდერების – ენტონი ჯოშუას, ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ. მათთან ორთაბრძოლები საქველმოქმედო ხასიათის უნდა იყოს.
„მიმაჩნია, რომ ჯოშუა, ფიური და უაილდერი ბრწყინვალენი არიან. შესანიშნავი მებრძოლები. მათ ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ საზოგადებისთვის. აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საჩვენებელ ბრძოლებში და თანხა გამოიმუშავონ სხვებისთვის. მათ ბევრისთვის შეუძლიათ დახმარების გაწევა. არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც ჩვენ შეიძლება გვერდით დავუდგეთ. საკმარისია მათ ჩემთან გამართონ საჩვენებელი შეხვედრები და მიღებული თანხის დიდი ნაწილი გავუგზავნოთ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მინდა, რომ ეს იყო საგამოფენო ბრძოლები, რადგან ჩვენს შორის მტრობა არ არის”, – მოჰყავს ტაისონის სიტყვები „დეილი მეილს”.