მაიკ ტაისონი - მოკრივეები ყოველთვის უფრო მეტს მიიღებენ, ვიდრე MMA-ის მებრძოლები
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ MMA-ის მებრძოლები დაუმსახურებლად დაბალ ჰონორარებს იღებენ.
„შერეულ ორთაბრძოლებს გაცილებით მეტი ნახვები აქვს, ვიდრე კრივს, მაგრამ მოკრივეები ყოველთის უფრო მეტი მიიღებენ, ვიდრე MMA-ის მებრძოლები. რთული ასახსნელია, რატომ ხდება ასე. ამაში არანაირი აზრი არ არის. არ შემიძლია ამის ახსნა. მაგრამ მიმაჩნია, რომ MMA-ის მებრძოლებს აშკარად აკლებენ ფულს, არადა, იქ მეტად სანახაობრივი ორთაბრძოლებია,“ – განაცხადა ტაისონმა Boxing Scene-სთვის მიცემულ კომენტარში.