ლას-ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ღონისძიება გაიმართა. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა 10 საინტერესო ბრძოლა იხილა. მთავარი ბრძოლა დასტინ პორიესა და დენ ჰუკერს შორის გაიმართა და „ბრილიანტის“ გამარჯვებით დასრულდა.
ქარდის სხვა ბრძოლები
მაიკ პერი მიკი გალს დაუპირისპირდა და მსაჯევის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (29-28, 29-28 და 29-28)
მორის გრინმა ჯიან ვილანტეს მესამე რაუნდში წარმატებით გაკეთებული მომგუდავი ილეთით სძლია.
ბრენდან ალენმა UFC-ის დებიუტანტ კაელ დაუკაუს კარიერაში პირველი მარცხი აგემა (29-28,29-27 და 30-27)
ტაკაში სატო ეფექტური ნოკაუტით მოუგო კიდევ ერთ დებიუტანტ ჯეისონ ვიტს.
ჯულიან ეროსამ შონ ვუდსონი მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
ქამა ვორთიმ მნიშვნელოვანი გამარჯვება ლუის პენიასთან ბრძოლაში მოიპოვა.
ტანერ ბოსერმა მძლავრი ნოკაუტით სძლია ფილიპ ლინსს.
20 წლის ჯეი ჰანსენმა გამოცდილ ჯინ იუ ფრეის მოუგო.
იოსეფ ზალალმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯორდან გრიფინი დაამარცხა