მაია ცქიტიშვილი - ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდშიც კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს
მაია ცქიტიშვილი - ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდშიც კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს

ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდშიც კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელზეც სამთავრობო გუნდი იმუშავებს პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

„როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი 2021 წლიდან იყო მიმართული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, იყო მიმართული ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე და ის არაერთი პროგრამა, რომელიც იყო შეთავაზებული „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და სხვა სტიმულირების მექანიზმის სტიმულირების თვალსაზრისით, იყო მიმართული სწორედ ქართული ბიზნესის განვითარებაზე, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე.

ყველა ამ პროგრამამ, ვნახეთ, რომ გამოიღო ხელშესახები შედეგი და ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდშიც კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეკონომიკის სამინისტროს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება, შეიმუშაოს დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესისთვის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, განსაკუთრებით იმპორტის შემცველი დარგების განვითარებისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ პროგრამებს, იმ პროგრამებს, რომლებიც იქნება მიმართული ამა თუ იმ სფეროს, დარგის განვითარებაზე“, – განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.