მაგუაიერმა ნაკრებთან ერთად ივარჯიშა - მისი და ჰენდერსონის ხორვატიასთან თამაში საეჭვოა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალურმა მცველმა, ჰარი მაგუაიერმა ინგლისის ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ მას 9 მაისს „ასტონ ვილასთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია. 28 წლის ფეხბურთელი „იუნაიტედის“ სხვა მოთამაშეებთან ერთად ნაკრებს წინა კვირაში შეუერთდა.
მაშინ როცა გარეტ საიუთგეიტმა ინგლისის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა მაგუაიერსა და „ლივერპულის“ კაპიტანს ჯორდან ჰენდერსონს ტრავმა აწუხებდა, შესაბამისად მათი თამაში ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხორვატიის წინააღმდეგ საეჭვოა.
ჰენდერსონი რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა. ინგლისსა და ხორვატიას შორის მატჩი 13 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება.