ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლამ გულგრილი არც გულშემატკივარი დატოვა და არც სპეციალისტები – ჩემპიონთა ლიგის „ინსტაგრამის“ ოფიციალურმა გვერდმა ქართველი თავდამსხმელის შესახებ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.
„მაესტრო ხვიჩა“ – ასეთი ლაკონური და მრავლისმეტყველია სათაური, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლის“ ქართველი მოთამაშის შთამბეჭდავი ფინტები, გოლები და საგოლე მომენტებია შეკრებილი. აღსანიშნავია, რომ უეფა-ს ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდს 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და „მაესტროთი“ მოთამაშის მოხსენიება ბევრს ნიშნავს.
„ჩემპიონთა ლიგის ინსტაგრამის გვერდი (100 მილიონზე მეტი გამომწერი) აღფრთოვანებულია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით. ამას მოწმობს კიდევ ერთი პოსტი, სადაც „ენფილდზე“, „ლივერპულთან“ მატჩის დროს, ქართველის თამაშის კადრებია შეკრებილი“, – წერს იტალიური გამოცემა „ტუტო ნაპოლი“.