ერთ-ერთი ესპანური პოლიტიკური პარტიის წევრები გამოვიდნენ წინადადებით – მადრიდში სპორტულ კომპლექს „კახა მახიკას“ მიენიჭოს მსოფლიოს მეორე ჩოგანის, „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონის რაფაელ ნადალის სახელი. ამ არენაზე ესპანეთის ნაკრები დევისის თასის მატჩებს ატარებს და იგეგმება, რომ მისი ახალი სახელი იქნება – Caja Magica Rafa Nadal.
„ეს არის ესპანეთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩატარების ადგილი. ნადალს უკვე მიღებული აქვს 2007 წელს მადრიდული თანამეგობრობის ოქროს მედალი. მაგრამ მიგვაჩნია, რომ მოვიდა დრო – გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი. ამასთან, თავად რაფაელმა განაცხადა, რომ არ სურს კომპლექსს სახელი შეეცვალოს, სანამ ის მოქმედი სპორტსმენია. თუმცა, წინააღმდეგი არ არის, რომ ეს მისი კარიერის დასრულების შემდეგ გაკეთდეს“, – განაცხადა მადრიდის მუნიციპალური საბჭოს წევრმა ფერნანდო მარტინეს ვიდალმა.
„კახა მახიკას“ არენაზე მადრიდის „მასტერსი“ იმართება, რომელიც ნადალს ყველაზე მეტჯერ – ხუთჯერ აქვს მოგებული.