“ბილბაოს” მეკარემ კეპა არისაბალაგამ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდის “რეალთან”, – წერს გაზეთი AS. ტრანსფერი იანვარში ან ივნისში შედგება.
არისაბალაგას მოქმედი კონტრაქტი ბასკურ კლუბთან ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში და მეკარე მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს.
როგორც ადრე იტყობინებოდნენ, მადრიდელები მზად იყვნენ ბილბაოელ გოლკიპერში 20 მილიონი ევრო გადაეხადათ. ირკვევა, რომ “რეალის” მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს, რაც შეიძლება სწრაფად სურს 23 წლის არისაბალაგას გაფორმება, რათა ძირითადმა მეკარემ კეილორ ნავასმა რეალური კონკურენცია იგრძნოს.