მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე 2024 წელს ალფონსო დევისი იქნება #1TVSPORT
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე 2024 წელს მიუნხენის „ბაიერნის“ ფლანგის მცველი ალფონსო დევისი იქნება.
კანადის ნაკრების ფეხბურთელს გერმანული ფეხბურთის გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.
მადრიდის „რეალისთვის“ 2024 წლის ზაფხული იდეალური შანსი იქნება, რომ ალფონსო დევისი თავისთვის მისაღებ ფასად შეიძინოს.
23 წლის კანადელი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი 2018 წელს გახდა. იგი ჯერ მეორე გუნდში ირიცხებოდა, ხოლო 2019 წლიდან მთავარ გუნდშია.
დევისმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში ხუთჯერ – ბუნდესლიგა, ხოლო ერთხელ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.