მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ მუხლზე კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ მუხლზე კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ ვარჯიშისას მარჯვენა მუხლის მენისკი დაიზიანა.

31 წლის მეკარემ მუხლზე მძიმე ტრავმა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მიიღო. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ის ფეხბურთში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ახალი დაზიანება ძალიან სერიოზულია და ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

კურტუას პირველი ტრავმის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ იჯარის წესით კეპა არისაბალაგა დაიმატა, თუმცა სეზონის მიმდინარეობისას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკრაინელმა მეკარემ, ანდრეი ლუნინმა დაიმკვიდრა.

ტიბო კურტუა მადრიდულ გრანდში 2018 წელს გადავიდა. ის 2022 წელს ფიფა-სა და უეფა-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდა, მას შემდეგ, რაც დიდი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ წარმატებაში.