მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები კილიან მბაპეს ტრანსფერში დარწმუნებულები არიან, მენეჯმენტი - არა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები კილიან მბაპეს ტრანსფერში დარწმუნებულები არიან, მენეჯმენტი - არა #1TVSPORT

ესპანური სპორტული გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან, რომ კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულიდან მათი თანაგუნდელი იქნება.

თუმცა, სიტუაცია „სამეფო კლუბისთვის“ იოლი არაა. „პარი სენ-ჟერმენს“ იმედი აქვს, რომ 24 წლის მოთამაშე გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მბაპეს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს იწურება.

ასევე, „რეალის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარიზული კლუბი კილიანს მათზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს, რაც ფეხბურთელის ტრანსფერს გაართულებს. შესაბამისად, არ არიან დარწმუნებულები, რომ ფრანგი მათ რიგებში გადასვლას გადაწყვეტს.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ ყველა ტურნირზე 12 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.