მადრიდის „რეალი“ თავისი პრიზების კოლექციას კიდევ ერთ ტიტულს დაუმატებს.
ესპანური გრანდი საჩემპიონო ქამარს ორგანიზაცია WWE-სგან მიიღებს, რომელიც რესტლინგის ინდუსტრიითაა დაკავებული. ამის შესახებ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა Triple H-მა.
„ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, მოვიდა დრო, რომ „რეალმა“ WWE-ის ჩემპიონის რანგშიც იზეიმოს“, – დაწერა მან და გამოაქვეყნა ქამრის ფოტო, რომელიც სპეციალურად „სამეფო კლუბისთვის“ არის დამზადებული.
უფრო ადრე, WWE-ის მსგავსი ქამარი დაამზადეს „მანჩესტერ სიტისთვის“, რითაც მისი გამარჯვება აღნიშნეს ინგლისის პრემიერლიგაში.