მადრიდის „რეალი“ ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია - კილიან მბაპემ „სამეფო კლუბში“ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ვარშავაში, ევროპის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ და ევროპის ლიგის გამარჯვებული ბერგამოს „ატალანტა“ დაუპირისპირდნენ – შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ფაქტები

  • „რეალმა“ ევროპის სუპერთასი მეექვსედ მოიგო და ამ მაჩვენებლით „ბარსელონასა“ და „მილანს“ (5-5) გადაასწრო.
  • კილიან მბაპემ „რეალის“ მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა.
  • კარლო ანჩელოტიმ ევროპის სუპერთასი მეხუთედ მოიგო, სულ კი ეს მისი მე-11 მოგებული ევროტურნირია. იტალიელი სპეციალისტი ამ მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 59-ე წუთზე ვინისიუსის გადაცემის შემდეგ ანგარიში ფედერიკო ვალვერდემ გახსნა. 68-ე წუთზე კი „სამეფო კლუბში“ სადებიუტო გოლი მბაპემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.


„რეალი“ (მადრიდი, ესპანეთი) – „ატალანტა“ (ბერგამო, იტალია) 2:0


გოლები: 1:0 ვალვერდე (59. ვინისიუსის პასით), 2:0 მბაპე (68. ბელინგემის პასით)

„რეალი“: კურტუა – კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, მენდი – ვალვერდე, ჩუამენი – როდრიგო (76. მოდრიჩი), ბელინგემი (88. სებალიოსი), ვინისიუსი (88. გიულერი) – მბაპე (83. ბრაჰიმ დიასი).

„ატალანტა“: მუსო – ჯიმსიტი, ჰინი (90, პალესტრა), კოლაშინაცი (71. ბაკერი) – ძაპაკოსტა (62. გოდფრი), დე რონი, ედერსონი, რუჯერი – პაშალიჩი (90. მანძონი)  – დე კეტელარე (62. რეტეგი), ლუკმანი.