მადრიდის მასტერსს ფედერერი გამოეთიშა, ჯოკოვიჩმა და ნადალმა იოლად მოიგეს
მადრიდის მასტერსზე პარასკევი მეოთხედფინალურ მატჩებს დაეთმო. პირველმა ნახევარფინალში თამაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა, რომელმაც უბრძოლველად გაიარა მეოთხედფინალის ბარიერი – მოწამვლის გამო ვერ გავიდა სერბის წინააღმდეგ სათამაშოდ ხორვატი მარინ ჩილიჩი.
ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც ორსაათიან ბრძოლაში გატეხა როჯერ ფედერერის წინააღმდეგობა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა მეორე სეტში ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა.
ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელიც სამ სეტში დამარცხდა ბერძენ სტეფანოს ციციპასთან. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება. ესპანელმა საათსა და ცხრა წუთში გაანადგურა შვეიცარიელი სტენ ვავრინკა. რაფამ ისე ჩაატარა მთელი მატჩი, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაუთმო მეტოქეს და საკუთარ გეიმებში მხოლოდ შვიდი გათამაშება წააგო.
1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი-მარინ ჩილიჩი უარი
დომინიკ ტიმი-როჯერ ფედერერი 3:6, 7:6(11), 6:4
სტეფანოს ციციპასი-ალექსანდრ ზვერევი 7:5, 3:6, 6:2
რაფაელ ნადალი-სტენ ვავრინკა 6:1, 6:2
1/2 ფინალში ითამაშებენ
ნოვაკ ჯოკოვიჩი-დომინიკ ტიმი
სტეფანოს ციციპასი-რაფაელ ნადალი