მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბს 117-ე დაბადების დღე „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადებით მიულოცა.
„ერთად ვიზრდებით, ვუმატებთ და ვხდებით უფრო ძლიერები 117 წლის განმავლობაში. შესანიშნავი გრძნობაა! თაობიდან თაობამდე“, – დაწერა სიმეონემ.
„ატლეტიკო“ 1903 წლის 26 აპრილს ჩამოყალიბდა. გუნდი 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 10-ჯერ ქვეყნის თასი დაისაკუთრა. გარდა ამისა, „კოლჩონეროებმა“ ორჯერ მოიგეს ესპანეთის სუპერთასი და სამჯერ გახდნენ ევროპალიგის გამარჯვებულები.
დიეგო სიმეონე გუნდს სათავეში 2011 წლიდან უდგას.