ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი გაიმართება. შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის შესახებ განაცხადა საგამოფენო კომპლექსის, Ifema Madrid-ის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტმა, ხოსე ვისენტე დე ლოს მოზოსმა.
„მე უკვე ზუსტად ვიცი, როდის გაფორმდება კონტრაქტი“, – მოჰყავს დე ლოს მოზოსის სიტყვები Europa Press-ს.
ფორმულა 1-ის გრანპრის ჩატარებიდან მადრიდის ფინანსური მოგება დაახლოებით 500 მილიონი ევრო იქნება.
„თუ, საბოლოოდ, ესპანეთში ფორმულა 1-ის ორი ეტაპი გაიმართება, მე მხოლოდ აღფრთოვანებული დავრჩები“, – დაამატა დე ლოს მოზოსმა.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ესპანეთში ბარსელონას გრანპრი იმართება.